დურგალი ძმები დედის გადასარჩენად მოტაქსავე ძმებს დაეხმარებიან

დურგალი ძმები, ნიკურაძეები, რომლებიც ავეჯს ამზადებენ, იმ ძმებს დაეხმარებიან, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ. ამის შესახებ ძმება სოციალურ ქსელში დაწერეს. ძმები ნიკურაძეები ამბობენ, რომ ყოველი მიღებული შეკვეთიდან 200 ლარს დედის გადასარჩენად მოტაქსავე ძმებს გადაურიცხავენ.

„მოკლედ ვიტყვი რამოდენიმე საათის უკან ჩემ მიერ გაზიარებულ ვიდეოზე, რომელიც ეხება ორ ძმის დედას:

ჩემო მეგობრებო, მე არ მიყვარს, ვინმეს რომ ვეხმარები ამის გამოაშკარავება, მაგრამ ეს გავაკეთე, ვინაიდან ყველას, ვისაც კი აქვს საშუალება, შეძლებოდა დახმარება.

ეს იყო ჩემ მიერ გაზიარებული ვიდეოს აზრი და არა ის, რომ, ვითომ და, მე ეს ვიდეო დავდე იმის გამო, რომ გამეპიარებინა ,,ძმები ნიკურაძეები ან ვინმეს შევაყვარო თავი, რომ, აი, რა მაგარი ბიჭები არიან. ჩვენ ეს ვართ, რაც ვართ. ჩვენ ასეთებად გაგვზარდა დედამ, რომ ბოლო ლუკმაც სხვას მივცეთ მაშინ, როცა უჭირს, მით უმეტეს, როდესაც ეხება ქალს, რომელიც ანგელოზია; ქალს, რომელიც დედაა; ქალს, რომელმაც შვილები აღზარდა ნამდვილ ვაჟკაცებად და ისინი წვალობენ, შრომობენ, არავის ემათხოვრებიან; უბრალოდ, შრომით ცდილობენ, დედის სიცოცხლე გაახანგრძლივონ და ჩვენ ამაში ხელს შეუწყობთ და ვერც ვერავის ჭორი შეგვიშლის ხელს!!!

მოკლედ, რატომ ვწერ ამას. ბევრი შეტყობინება მომივიდა – საღოლ, რეიტინგს იწევთო; რა იყო, 200 ლარი რა ცოტააო, მათხოვრები ხომ არ არიანო და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ – ჩვენ მთელი გულითა და შეგნებით ვეხმარებით იმით, რისი საშუალებაც გვაქვს და თქვენ, ვინც ასე აზროვნებთ და ფიქრობთ, შეგიძლიათ, უფრო მეტი გადაურიცხოთ, უფრო გაგვეხარდება და კიდევ – მე ვის ვაკლებ და ვის ვაძლევ, არავის საქმე არ არის !!! ბოდიშით ამ სიტყვაზე, ყველა ასეთმა მოაზროვნე ხალხმა ერთი ადგილი დააყენოს და გაიაროს დატოვოს ჩემი “ფეისბუქგვერდ”ი დაუყოვნებლივ!!! რა თქმა უნდა, ვინც დადებითად მიიღო, იმათ უღრმეს მადლობას ვუხდით. გვიყვარხართ და ღმერთმა ერთი ათასად გიქციოთ“, – წერენ ძმები ნიკურაძეები სოცქსელში
ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით – #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას. ამის შესახებ მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი წერს.

54 წლის ქალი, ამჟამად, თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ ეტაპზე, საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.​​

კომენტარები

სხვა სიახლეები