“დედა გარდაიცვალა” – ქალი, რომლის გადასარჩენადაც შვილები ტაქსაობდნენ, გარდაიცვალა

ქალი, რომლის გადასარჩენადაც შვილები ტაქსაობდნენ, გარდაიცვალა.

“მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის, რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი.

მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ”, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა ქართველიშვილი.

54 წლის ქალი თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში მკურნალობდა. მას სიცოცხლის გადასარჩენად მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, რაც 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს საკმარისი სახსრები არ გააჩნდა, ამიტომაც ძმებმა დედის დასახმარებლად ტაქსაობა გადაწყვიტეს. ოჯახისთვის გახსნილი იყო საქველმოქმედო ანგარიშიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები