დაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს? – “საქართველოში დიდი ხნით დავრჩები”

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდა და საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ის ქმარს დაშორდა. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზზე თავად ნუკი საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამშობლოში დიდხანს დარჩება.
– ერთი კვირის წინ დავბრუნდი საქართველოში. დიდხანს გამიგრძელდა ამერიკაში ყოფნა. ამ დრომდე ვერ ვახერხებდი ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას და მოგზაურობას. საბუთები მქონდა მოსაგვარებელი. ძალიან მომენატრა საქართველო. ბავშვობიდან ვამბობ, რომ ზაფხულის გასატარებლად თბილისი და ბათუმი ყველაზე კარგი ადგილია. საქართველოში ცოტა დიდხანს დავრჩები. რომ ამბობენ ქმარს დავშორდი – სისულელეა. ბენიც ცოტა ხანში შემომიერთდება და აქ 2 თვე დავრჩებით.

წყარო ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები