„დააზღვიეთ ბარათები! შეეცადეთ, არ ისარგებლოთ მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში“, – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოსახლეობას, საბანკო ტრანზაქციების მხრივ, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ყურადღება ყველას!!!! მოკლედ… ურანი კვლავ გადავიდა კუროს ნიშანში… ადრე დავწერე სტატია, რა ტენდენციებს გამოიწყვევს ეს ინგრესია… ახლა კი მკაფიოდ მინდა, კვლავ გაგაფრთხილოთ – მაქსიმალური სიფრთხილე და დაცულობის გაძლიერებაა საჭირო საბანკო-საფინანსო სფეროში!!!
უკვე ბევრი პოსტი მხვდება ბარათებიდან გამქრალი თანხების შესახებ!!! დოლარის გაურკვეველი ტრანზაქციები, ძირითადად, უცხოეთში ხდება.
დააზღვიეთ ბარათები!!… შეეცადეთ, არ ისარგებლოთ მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში, ვინაიდან ძალიან გახშირდა და გამარტივდა ანგარიშის გატეხვა და ბარათიდან თანხების მოხსნა. თუ სხვა გამოსავალი არაა, ბარათზე იქონიეთ მხოლოდ მცირე თანხა.
გაითვალისწინეთ, ეს პერიოდი მთელ 7 წელს გაგრძელდება! თუმცა, ნიშნის თავსა და ბოლოში უფრო მძაფრად იგრძნობა პლანეტის გავლენა… ახლა კი ახალი შესულია კუროს ნიშანში და ძლიერია (კურო, ფინანსებია, ურანი – მოულოდნელობა, უცნაურობა)…რამდენიმე თვეში ნაკლებად გამოავლენს თავს, თუმცა, მაინც სიფრთხილე გვმართებს!“, – წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები