გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა (ვიდეო)

“თავისუფალმა საქართველომ” აქცია-პერფორმანსი გამართა და მერიაში ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა. ამ გზით, მათ ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა გააპროტესტეს. “საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და საფენები, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია. ამიტომ, გადავცემთ მერს და მოვუწოდებთ, დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა. წარმატებულობაზე რომ გაქვს პრეტენზია, ერთი ტუალეტი მაინც უნდა გახსნა. ამერიკელები დამპირდნენ, რომ თბილისისთვისაც გამოაგზავნიან და კალაძესაც გავუგზავნით”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

წყარო:https://imedinews.ge

https://www.youtube.com/watch?v=A-tjp91qWc0

კომენტარები

სხვა სიახლეები