“ავტობუსი, რომელიც მოგონებებს ინახავს” – მძღოლი, რომელიც სოხუმში გასვლას ელოდება (ვიდეო)

“ავტობუსი, რომელიც მოგონებებს ინახავს” – ამ დასათაურებით ფეისბუქგვერდი “სამხრეთის კარიბჭე” ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღბეჭდილია ავტობუსი, რომელსაც ადიგენიდან სოხუმამდე მგზავრები გადაყავდა.
ავტობუსი 33 მგზავრს იტევდა და ადიგენიდან სოხუმში 10 წლის განმავლობაში დადიოდა. ავტობუსის მძღოლს ბორის შეყლაშვილს მგზავრები ექვსკურსიაზე ან სავაჭროდ დაჰყავდა.
ავტობუსმა ბოლო რეისი 1992 წელს შესარულა.
“მენატრება კი არა ახლაც რომ ვლაპარაკობ ცრემლები მერევა მაგრამ რა გინდა, რომ ქნა მარტო ჩვერნზე რომ იყოს დამოკიდებული შეიძლება კიდევ მაგრამ ჩვენზე არაა დამოკიდებული. პუტინი სანამ არ მომცემს ნებას ვერ გავალ. მე იმედს არ გადავიწურავ, ხალხს უნდა ჰქონდეს იმედი რომ ჩველ წავალთ სოხუმში”, – ამბობს ბორის შეყლაშვილი.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.

https://www.youtube.com/watch?v=m72npJVhZKo&feature=youtu.be

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები