გიორგი კალანდია: კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს მხოლოდ იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას მამა იყო

კონსტანტინეს წაკითხვა არაა მთავარი, გაგებაა უფრო მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია წერს.
“ქვეყანა სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს მხოლოდ იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას მამა იყო! ქვეყანა სადაც აბაშის კონსტანტინესეულ სახლში თითქმის არავინ არ დადის და არადა რამდენი “გულმხურვალე დამცველი” ჰყავს მის შემოქმედებას! ნწ ნწ ნწ… კონსტანტინეს მარტო წაკითხვაა არაა მთავარი, გაგებაა უფრო მნიშვნელოვანი, ჰოდა ბევრს რომ გაეგო მისი შემოქმედება, მინიმუმ ასე არ დავჭამდით ერთმანეთს :-)) დილა მშვიდობისა ერო მზისფერი მარაკეშიდან”,- წერს კალანდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები