გიდერძის უღელტეხილზე ვარდისფერი თოვლი მოვიდა (ფოტოკოლაჟი)

დღეს, 24 მარტს, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა.

როგორც “ბათუმელებს” კურორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გუშინ, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა.

ტალახიანი წვიმის მიზეზი, რომელიც 23 მარტს აჭარაში მოვიდა, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარადან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.

ქარი, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა – სიროკო ჰქვია. ეს სამხრეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარია.

როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დღეისთვის კურორტზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები