გიგი უგულავა: ლევან ჯიბღაშვილის პრობლემა ფარისევლობაა, როცა იმას “აპრავებდა”, რისი მსხვერპლიც თავად აღმოჩნდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მსახიობი მედროვე და ფარისეველია.
“აი, ამისთვის რომ იცლის მთავრობა, ამიტომაც პანღურით გამოგყრით ხალხი კაბინეტებიდან. ჯიბღაშვილს რაც შეეხება, ის იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვინც მუდმივად ხელისუფლებისკენ არის – ანუ მედროვეა. მისი პრობლემა ფარისევლობაა, როცა იმას “აპრავებდა”, რისი მსხვერპლიც თავად აღმოჩნდა – რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. პროკურატურის მხრიდან კი სახეზეა შერჩევითი სამართალი.
პ.ს. კიდევ ერთი დეტალი – ესაა სურათი ჯიბღაშვილის ჩემთან, აი რასაც თქვენ “აპრავებთ” (რატომ კაცმა არ იცის)- არის თქვენი პოზირებული ფოტოები ჯიბღაშვილთან.
#წერტილი”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მსახიობი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები