“გასწრებას ცდილობდა და ტრაილერს შეუვარდა” – ვინ არის და-ძმა, რომელიც ადიგენში საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ

ახალციხე- ადიგენის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საზარელ ავტოავარიას და-ძმა 21 წლის დათო ბალახაშვილი და 26 წლის მთვარისა ბალახაშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილების დედა კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით მანქანა ძალიან სწრაფად მიდიოდა.
“ძალიან სწრაფად მოდიოდა, გასწრებას ცდილობდა. საშინელი ავარიაა, ბავშვები არიან გარდაცვლილი. ალბათ, ვერ დაიმორჩილა საჭე და ამ მოძრავ ტრაილერს შეუვარდა ბორბლებში”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
21 წლის დათო ბალახაშვილი ჯარში მსახურობდა, კონტრაქტს ცოტახნის წინ მოაწერა ხელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები