გამოკითხვა: საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ხელს დღეში მხოლოდ ორჯერ იბანს

IPM კვლევების მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე გამოკითხული ქართველი ხელებს დღეში მხოლოდ ორჯერ იბანს.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხვაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ ჰკითხეს თუ რა ინტენსივობით იბანენ ხელს და რა დროს ხარჯავენ ამისთვის.
გამოკითხულთა 100% ხელს დღეში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც იბანს, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები