გათავისუფლდით ცელულიტისგან- 6 მარტივი წესი იდეალური სხეულის მისაღწევად

ნუ გგონიათ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი გოგონების სენია, არა, ის გამხდრებსაც ემართებათ და ჩვენ გასწავლით ხერხებს, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ მისგან სწრაფად.

1. განწყობა

უნდა იფიქროთ, რომ “ფორთოხლის კანი” დაგანებებთ თავს და თქვენ იდეალური სხეულის მფლობელი გახდებით. გახსოვდეთ, ოცნებები სრულდება.

2. არ დაკარგოთ არც ერთი დღე

იმისათვის, რომ კანი ჩვილი ბავშვივით გაგიხდეთ, ყოველდღე უნდა იმუშაოთ. გახსოვდეთ, წყალი ქვას ხვრიტავს. ასე რომ, თქვენი მონდომება ტყუილად არ ჩაივლის.

3. მასაჟი სკრაბის გამოყენებით
სილამაზის საიდუმლო

ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი ნუ გგონიათ ძვირად ღირებულ სიამოვნებად. მასაჟი თქვენც მშვენივრად შეგიძლიათ გაიკეთოთ. სასურველია, პრობლემური ადგილები ყოველდღიურად 10-15 წუთის განმავლობაში დაიმუშაოთ. ან ყავის ნალექით, ან ზღვის მარილით. მერე კი შხაპი მიიღოთ. ან შხაპის დროს ჩაიტაროთ პროცედურა.

4. ნუ დაიზარებთ წყლის სმას

ალბათ იცით, რომ წყალი ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან ასუფთავებს. ამიტომ მას უნდა დაუმეგობრდეთ. განსაკუთრებით, თუ ვარჯიშობთ მაშინ უნდა სვათ ბევრი წყალი. არაა აუცილებელი ერთ ჯერზე ერთი ლიტრი დალიოთ, სვით ნელ-ნელა და ხშირ-ხშირად.

5. ცელოფანში გახვევა ეფექტიანია

თუ გსმენია, მაგრამ ჯერ არ გაგიკეთებია, სცადე, საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია. დაგჭირდება სამზარეულოს მწებავი ცელოფანი, თაფლი (ნებისმიერი ზეთი, არაჟანი, ძმარი, ცვილი, თიხა) და სააბაზანოს პირსახოცი. წინასწარ დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები სკრაბით, წაისვით თაფლი ან ზემოჩამოთვლილი ნებისმიერი ინგრედიენტი. შემოიხვიეთ სამზარეულოს თვითმწებავი ცელოფანი და ზემოდან – პირსახოცი. საუნის ეს ეფექტი ხსნის ფორებს და ორგანიზმიდან გამოაქვეს ზედმეტი ცხიმი, წიდები, ამასთანავე, ატენიანებს, კვებავს და ჭიმავს კანს.

6. გჯეროდეთ საკუთარი თავის

თუ მრავლჯერ განსხვავებული ხერხი სცადეთ და არაფერმა გიშველათ, არ დანებდეთ, მასაჟი, ვარჯიში, ცელოფნით შემოხვევა იკეთეთ რეგულარულად და ნახავთ, რომ ცოტა ხანში ფორთოხლის კანი ელატიკურ, მკვრივ კანად გადაგექცევათ.

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები