„გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც“ – ამირან გამყრელიძე

ახალი კორონავირუსი და პანდემია – საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. აღნიშნულის გამო, სახელმწიფომ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. თუმცა, სპეციალისტები ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად დისტანციასა და ჰიგიენური ნორმების დაცვას მიიჩნევენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მათ კოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ:

„მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა. გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც“, – ამბობს გამყრელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები