“გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ ” – მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას პასუხობს

​გადაცემაში “პრაიმ შოუ“ ნინო კუზანოვამ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იეჭვიანა “ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მონაწილეობის დროს მის მეუღლეზე.
“მივედი ერთ დღეს რეპეტიციაზე და ვხედავ, ეს თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი”, – განაცხადა ნინომ.
​გადაცემაში გაკეთებულ ამ კომენტარს, “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გუკა კუზანოვის პარტნიორი, მზია ორველაშვილი შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
“ძალიან დიდი ბოდიში!!!! ძალიან გაფასებთ ყველას და ვმუშაობთ ერთად რამდენიმე წელია, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ. პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” შეიძლება, ამ სიტყვებში სხვა რაღაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელად ისმის ეს ყველაფერი!!!!! მე არასდროს არავისთვის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ მიმიცია მიზეზი ეჭვიანობის!!!!! არ გეწყინოთ არავის ეს პოსტი. მე უბრალოდ, არ მესიამოვნა ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ კუზანოვების ოჯახს ძალიან და ვთვლი ჩემს ახლობლებად, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რაც არასდროს გამიკეთებია!!!!” – წერს მზია ორველაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები