ბრიტანელი ქალი 500 წყვილი ფეხსაცმლით, რომელიც კარანტინს „მაღალ ქუსლებზე“ ატარებს (ფოტო)

ბრიტანელი ქალი, რომელმაც 25 ათასი ფუნტი სტერლინგი 500 წყვილი ფეხსაცმლის შესაძენად დახარჯა, ყვება თუ როგორ ატარებს კორონავირუსის გამო დადგენილ კარანტინს „მაღალ ქუსლებზე“.

51 წლის კეტი პორტერი 38 წელიწადია რაც ფეხსაცმლის პირად კოლექციას ქმნის და ამ დროისათვის მის საკუთრებაში 500 წყვილია, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა – Dr Martens, Adidas, Alexander McQueen, ასევე Vivienne Westwood და Topshop.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვიყიდი ფეხსაცმელს, ის შესაძლოა იყოს ცნობილი დიზაინერის, შეიძლება ავიღო უფასოდაც საქველმოქმედო მაღაზიიდან“, – აცხადებს ქალი.

კეტის განცხადებით კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო, იძულებულია წესებს დაემორჩილოს, თუმცა მაღალ ქუსლებზე სიარულს შინ მაინც ახერხებს.

„შევამჩნიე, რომ ხალხი სახლებიდან მუშაობს საღამურებში გამოწყობილნი, მე კი გადავწყვიტე ყოველ დღე შესაბამისად გამოვიყურებოდე, ამიტომ სამუშაო მაგიდასთან მაღალი ქუსლებითა და ფერადი წინდებით ვზივარ“, – აღნიშნავს იგი.

აღსანიშნაშვია, რომ კეტი თავისი კოლექციის შევსებას მიუხედავად იზოლაციისა, მაინც ახერხებს, ის ინტერნეტ–მაღაზიების საშუალებით აკეთებს ამას.

კომენტარები

სხვა სიახლეები