ბრიტანეთის ელჩის განმარტებული “შემომეხარჯა” მაისურებზე დაიტანეს (ფოტო)

ბრიტანეთის ელჩმა ქართული ზმნა “შემომეხარჯა” განმარტა. ის ქართულ წერა-კითხვას სწავლობს.

თბილისში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელზეც დატანილია ელჩის განმარტებული “შემომეხარჯა”.

“გახსოვთ ელჩის #ქართულისგაკვეთილები ? ძალიან გვიხარია, რომ #შემომეხარჯა – ს მისეული ახსნა/თარგმანი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მისი ხილვა უკვე მაისურებზეა შესაძლებელი. ხომ არ იცით, სად შეიძლება, შევიძინოთ? “, – წერს ბრიტანეთის საელჩო ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები