ბრიტანეთის დედოფალმა და ქეით მიდლტონმა მწარედ იკამათეს

ბრიტანეული ტაბლოიდი იუწყება, რომ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ და პრინც უილიამსის მეორე ნახევარმა, ქეით მიდლტონმა მწარედ იკმათეს. ყვითელი პრესის ინფორმაციით, დედოფალს სურს, რომ მიდლტონმა სტანდარტული მეთოდით იმშობიაროს და ბრიტანეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მივიდეს, თავად მიდლტონი კი ამის წინააღმდეგია. მას საკუთარ რანჩოში სურს მშობიარობა. იქ, სადაც ახლა მისი მშობლები ცხოვრობენ. სამეფო წყვილი თავინთ მეორე შვილს აპრილის შუა რიცხვებში ელოდებიან. სქესი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ყვითელი პრესა იუწყება, რომ სამეფო წყვილი ნანატრ გოგონას ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები