ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია მოსკოვში იმყოფება – ფოტოკოლაჟი

 ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ “ლაიფ-ჯოურნალი”ავრცელებს. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში, მათ შორის “ოდნოკლასნიკებში”, “ფეიბუქზე” და “კონტაქტზე” ახალგაზრდა ფოტომოდელის სახელით ცრუ “ექაუნთები” იქმნება. ერთ-ერთ მათგანზე შემდეგი სტატუსი იყო განთავსებული, “ვეძებ ახალგზარდა მამიკოს”. “მენატრები” დურიცკაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ეს პროვოკაციაა, რადგანაც გოგონა სოციალური ქსელით იშვიათად სარგებლობდა და არც ერთი ზემოთჩამოთვლილი ექაუნთი მას არ ეკუთნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები