სანქტ-პეტერბურგში პუტინის საფლავის ქვა აღმართეს

სანქტ-პეტერბურგში, ისაკიევსკის ტაძრის წინ, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით საფლავის ქვა განათავსეს. ქვაზე მიწერილია რუსეთის პრეზიდენტის დაბადების თარიღი და, დეფისის შემდეგ, რიცხვი „2019“. ასევე, ქვაზე მითითებულია, რომ „მან უღალატა რუს ხალხს“. როგორც ირკვევა, აღნიშნული საფლავის ქვა მოძრაობა „აგიტ რასიამ“ დაამონტაჟა. მოძრაობის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაადასტურეს, რომ ეს მათმა აქტივისტებმა გააკეთეს. „ჩვენ გვინდოდა, ამით გვეთქვა: ანტიეროვნული კანონების მიღების, მუდმივი ტყუილების, საზიზღარი მმართველობის გამო, პუტინი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკვდა“, – ნათქვამია მოძრაობის პუბლიკაციაში. აღსანიშნია, რომ მსგავსი საფლავის ქვები, ცოტა ხნის წინ, მოსკოვსა და ნაბერეჟნი ჩელნიშიც გამოჩნდა. ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ, 12 მარტს, 28 დღით დააპატიმრა აქტივისტი კარიმ იამადაევი, რომელმაც საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან დაამონტაჟა ინსტალაცია ვლადიმერ პუტინის საფლავის ქვის ფორმით.

კომენტარები

სხვა სიახლეები