“ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ” – თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს (ვიდეო)

პარლამენტში, სადაც “მინისტრის საათის” ფარგლებში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ”, – ასე მიმართა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზიდან მინისტრს მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

„ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დაგიბრუნდებით, დამაცადეთ, მე სხვა დეპუტატების კითხვებს ვპასუხობ“, – მიმართა წულუკიანმა ჩარკვიანს.

რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ბევრი დრო არ აქვს.
„ამდენი დრო არ მაქვს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

„დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა, რისთვის გაქვთ დრო. თუ არ გცალიათ, გპასუხობთ, გაშალეთ ლეიბი რუსთაველზე და წამოკოტრიალდით“, – მიმართა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადების შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„სად წავიდა ქალბატონი ჩარკვიანი, წამოსაკოტრიალებლად? შემოვიდეს დარბაზში, სთხოვეთ დეპუტატს, რომ ჩემს პასუხებს დაელოდოს. კითხვის დასმა ყველას შეუძლია, თუმცა, მანამდე დროა ჯერ. თხოვნაა, თორემ როგორ ვაკადრებ, რომ რამისკენ მოვუწოდო“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები