“შენი შვილების დედას ასე რომ წირავ”? – დავით ოქიტაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ფესიბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება სადაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში სანდრა რულოვსი დაადანაშაულა.

„სანდრას რაუფლება ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტთან რა? შენ ამის მერე კაციხარ? შენი შვილების დედას ასე რომ წირავ? ტფუი, შე არაკაცო შენ. ჩემი ადამიანური მხარდაჭერა ქალბატონ სანდრას, “- წერს დავით ოქიტაშვილი.

“სანდრას რატო არ ასამართლებთ, ხარჯების დიდი ნაწილი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. იმიტიმ რომ ამ ხარჯების მეოთხედი სანდრასია. მაგრამ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ რომ მან შემოიტანა ქვეყანაში ასი მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში, სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, უამრავი რამე აქვს გაკეთებული ციხეში ჯანდაცვის მიმართულებით”,- განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები