“ახლა ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია” – მარინა ენდელაძე კორონავირუსზე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების განსაკუთრებული საფრთხე ქვეყნის დედაქლაქშია და თბილისში მყოფმა ადამიანებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„კარგია, რომ აჭარაში მცირდება, მაგრამ თბილისში იზრდება. ახლა ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები