მეტროს ვაგონში ვირთხამ ხალხი შეაშინა(ვიდეო)

ნიუ-იორკის მეტროში სერიოზული აურზაური ვაგონში აღმოჩენილმა ვირთხამ გამოიწვია. ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, რომ მგზავრები, რომლებიც მღრღნელმა შეაშინა, სკამებზე ადიან და ყვირიან. აშკარაა, რომ თავად ვირთხაც პანიკაშია და ვაგონში სირბილს იწყებს. აურზაური შემდეგ სადგურამდე გაგრძელდა, სანამ ვირთხამ გაღებული კარიდან გაქცევა შეძლო.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=nEd1oUj7sSY[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები