აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილმა თეთრ სახლში მოჩვენებები შეამჩნია

აშშ-ს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი, ჯენა ბუში-ჰეიგერი მედიას თეთრ სახლში ცხოვრებისას მიღებული უცნაური გამოცდილების შესახებ მოუყვა.
მისი თქმით, მას და მის დას, ბარბარა ბუშს, იქ ცხოვრებისას, არაერთხელ გაუგონიათ 1920-იანი წლების მუსიკა, თუმცა ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც არავინ უკრავდა.
ბუშის ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ თეთრ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ. თუმცა მისი აზრით, „ამ მოჩვენებებს კეთილი ზრახვები აქვთ, ისინი მეგობრული მოჩვენებები არიან.“
საინტერესოა, ეთანხმება თუ არა მას აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტის ოჯახი და თავად, დონალტ ტრამპი, რა გამოცდილება აქვთ მათ ამ კუთხით. აშშ-ს სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ თემაზე ტრამპის მიერ დაწერილ „ტვიტს“ ელიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები