ჩინეთში სავაჭრო ცენტრის მუშაკი ზვიგენების აუზში ჩავარდა (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ცზიასინის სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ყვითელი ზვიგენებით სავსე დეკორატიულ აუზში ჩავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რეზერვუარი თავმოხდილი იყო, რათა მოლში მომუშავე პერსონალს ცენტრის გახსნამდე ზვიგენებისთვის საჭმელი უნდა მიეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრში მომუშავე ქალბატონს თათბირზე აგვიანდებოდა და გზის შემოკლება სცადა, მაგრამ თავმოხდილი რეზერვუარი ვერ შენიშნა და შიგნით ჩავარდა.
კოლეგის დასახმარებლად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ქალბატონი უვნებელი ამოიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები