ასეთი ქალური სევდა? ასეთი სითბო და სიყვარული სევდაში ან სულაც ცივ ზამთარშიც კი? – ნიჭიერი მხატვრის ნახატებში წაკითხული „ამბები“

ჟურნალისტი თამარ ბოდოკია სოციალურ ქსელში ქუთაისელი მხატვრის შესახებ პოსტს ავრცელებს და მის ნამუშევრებს აქვეყნებს.
„პირადად არ ვიცნობ, აქ გავიგე ამ გოგოს შესახებ. ქუთაისელი მხატვარია, სხვა არაფერი ვიცი მის შესახებ. ყოველდღიურად შევდივარ მის გვერდზე და ნახატებში ვკითხულობ “ამბებს”, მერიდება, ყოველთვის მივწერო და კითხვები დავაყარო, არადა, ჟურნალისტური ჭია მიღრღნის გულს, სადმე მინდა ვინმემ რაიმე გააკეთოს, ან დაწეროს, ან გადაიღოს და მეტი ამბავი მოგვითხროს ამ საინტერესო ადამიანზე. საიდან ასეთი სახეები? ასეთი ქალური სევდა? ასეთი სითბო და სიყვარული სევდაშიც ან სულაც ცივ ზამთარშიც კი?
ქუთაისში რომ ჩავალ, ზუსტად ვიცი, მივადგები სახელოსნოში, მაგრამ რატომღაც მომინდა, ასეთ საინტერესო ადამიანებზე მეტი ვიცოდეთ. ირმა კუხიანიძე მოგპარე ნახატები და გამოვფინე ჩემს კედელზე. წარმატებები!“,- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები