არ მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი! – ეს ბევრმა არ იცის!

კიტრისა და პომიდვრის სალათი, სხვადასხვა სოუსით, აჯიკითა თუ მწვანილებით შეზავებული, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველასათვის საყვარელი კერძია, განსაკუთრებით ზაფხულში.

მაგრამ თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა…
პომიდვრისა და კიტრის სალათი ძალიან მძიმე კერძია კუჭ-ნაწლავისთვის და საერთოდ, მთელი ორგანიზმისთვის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კიტრი და პომიდორი ანტაგონისტური ბოსტნეულია.
პომიდვრისა (მჟავა გარემო) და კიტრის (ტუტე გარემო) შერევით იწყება მარილების წარმოქმნა, რომლებიც პირველ რიგში მავნებელია თირკმელებისთვის.
პომიდორი მდიდარია ასკორბინის მჟავით (C ვიტამინი), რომელსაც, სამწუხაროდ, შლის კიტრის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტი ასკორბინაზა.
ორგანიზმის მიერ კიტრის შეთვისებისთვის კუჭმა უნდა გამოყოს ერთი სახის ფერმენტები, პომიდორის მონელებისთვის კი – მეორე სახის. ყველას ერთად გამოყოფა შეუძლებელია, ამიტომ ერთი ბოსტნეულის მონელება ხდება, მეორესი კი – ვერა. ამგვარად წარმოიქმნება ნაწლავში აირები, რომლებმაც შესაძლოა დიდად არ შეგაწუხოთ, მაგრამ რეპუტაციას კი ნამდვილად გაგიფუჭებთ…

წყარო: topmedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები