ეჭვიანი ქმრები ცოლებს GPS-ბეჭდებით გააკონტროლებენ

ბრიტანელმა იუველირმა სტივ ბენეტმა ნიშნობის ბეჭდების ახალი სერია შექმნა. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ GPS-ნავიგაციით არის აღჭურვილი. ამ ორიგინალურ სამკაულს უკვე უწოდეს “ერთგულების ბეჭედი”.
დიზაინერის თქმით, სამკაულში ჩამონტაჟებული მინიატურული ჩიპი მის დაკარგვას ან ქურდობას მფლობელს ადვილად ააცილებს თავიდან. თუმცა ბენეტი არ გამორიცხავს, რომ ბეჭედი ეჭვიანმა ქმრებმა მეუღლეების გასაკონტროლებლად გამოიყენონ.
ამ პერსპექტივამ დიზაინერს ახალი იდეა შთააგონა. ბენეტმა გადაწყვიტა, ჩიპიანი სამკაულები ბავშვებისთვისაც შექმნას, რათა მშობლებს ყოველთვის უპრობლემოდ შეეძლოთ მათი მოძებნა.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები