“არცერთ თანამდებობის პირზე არ უნდა გავრცელდეს ოდნავი პრივილეგიაც კი” – სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე დააჯარიმეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ფარცვანია პატრულმა დააჯარიმა. ამის შესახებ მანდ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და ჯარიმის ქვითრის ფოტოც დაურთო.
„ბოლოსდაბოლოს, მომეცა შანსი, რომ საჯაროდ მეც ვთქვა შემდეგი ორი ჯადონსური სიტყვა: მადლობა პატრულს!
ეს პატარა ფაქტი დიდი მნიშვნელობის მქონეა და გულით მიხარია, რადგან არცერთ თანამდებობის პირზე არ უნდა გავრცელდეს ოდნავი პრივილეგიაც კი ნებისმიერ მსგავს და განსაკუთრებით, უფრო მნიშვნელოვან დარღვევებზე!
P.S არ გამკვირვებია და არც რაიმეს ვაფიშირებ ამითი, უბრალოდ ვიღაცებს რომ გონიათ თანამდებობა პრივილეგირებულობა, ეს მცირედი ფაქტიც საკმარისია, რომ ცდებით!” – წერს დავით ფარცვანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები