არაბეთის პრინცი ბურ-დუბაიში, უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრინცი – რაშიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტოუმის ცხედარი დუბაის ისტორიულ უბანში, ბურ-დუბაიში მდებარე უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის ასობით ნათესავი და ოფიციალური პირი დაესწრო. რაშიდ ბინ მუჰამედ 33 წლის ასაკში,  გულის შეტევით გუშინ დილით მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ზებელის მეჩეთში გადაიხადეს. პრინცის ნეშტი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშაში იყო გახვეული,  ბოლო გზაზე მისმა ძმამ- შეიხმა მაკტუმ ბინ მუჰამედმა საკუთარი ხელით წაასვენა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, არაბეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის ყველა ოფიციალური დაწესებულების თავზე.
არაბი პრინცი გატაცებული იყო სპორტით და ცხენოსნობაში მას 2 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. განათლება ბრიტანეთის სამხედრო აკადემიაში მიიღო. აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, რომლის მიზანსაც მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის დაწყებითი განათლების მიღებაში დახმარება წარმოადგენს. შეიხი  რაშიდ ბინ მუჰამედი, დუბაის მმართველის უფროსი ვაჟი იყო. მამამისი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დუბაის საამიროს მმართველი – მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმია.
“ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი…  ჩვენ ვეკუთვნით ალაჰს და მასვე უნდა დავუბრუნდეთ“, – განაცხადა დაკრძალვის ცერემონიაზე გარდაცვლილის მამამ.
გთავაზობთ  ვიდეოკადრებს დაკრძალვის ცერემონიალიდან, რომელიც არაბულმა მედიამ გაავრცელა.

ზაზა გიგაური

1

2

3

4

4-2

4-3

4-4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

1894539380

2136054311

3728713917

3933336143

3971582175

კომენტარები

სხვა სიახლეები