იტალიელი მოდელის სასიკვდილო წყალქვეშა ფოტოსესია (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

სასიკვდილო და ექსტრემალური წყალქვეშა ფოტოსესია – იტალიელმა მოდელმა წყალში ნიანგებთან ჩაყვინთა. Fearless-ის მოდელმა რობერტა მანჩინომ, მექსიკის ლაგუნაზე – ბანკო ჩინჩოროზე იმოგაზურა. 10-საათიანი ფოტოგადაღებები ქვეწარმავლებთან და რეპტილიებთან ერთად 5 დრის განმავლობაში გაგრძელდა.
მოდელმა განაცხადა, რომ მან თავისი ცხოვრების ოცნება აისრულა, ფოტოსესია კი იმის დემონსტრირება იყო, რომ ნიანგები ცუდი და საშიში ცხოველები სულაც არ არიან. რობერტა მანჩინო მექსიკის ყურეში წყალქვეშ, ოთხმეტრიან ალიგატორთან ერთად გადაიღეს. სანაპიროზე მდებარე სახლში კი, სადაც შემდეგ  გადაღებები გაგრძელდა, 700 სახეობის ქვეწარმავალი იმყოფებოდა.
“მე ცხოველების სია მაქვს, რომელებთანაც ბანაობა მიყვარს. ასე რომ,  ჩემი ერთ-ერთი ოცნება ნიანგებთან ერთად ბანაობა იყო. ამ პროექტში მონაწილეობა 6 წლის განმავლობაში მსურდა. თუმცა, ეს იმდენად საშიში და სარისკო იყო, რომ ამ დრომდე არავის ჰქონდა სურვილი ამ პროექტის დაფინანსების“,- აცხადებს იტალიელი მოდელი.
გადაღებების ადგილი – ბანკო ჩინჩოროს რიფი, განიხილება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილად მსოფლიოში, სადაც ამერიკული ნიანგების სიჭარბეა.  უზარმაზარი მარჯნის რიფი სიგრძეში 25 მილს, სიგანეში კი 10 მილს შეადგენს.
ადგილობრივი დაივინგ-კომპანიები სურვილის შემთხვევაში ტურისტებს საშიში ქვეწარმავლების პირისპირ ნახვის საშუალებას აძლევენ. მსურველებს სიახლოვე აქ 2 და 4 მეტრიან ნიანგებთან შეუძლიათ. თუმცა, Banco Chinchorro-ს სანაპიროზე, სადაც საშიში ცხოველები და ქვეწარმავლები ბინადრობენ, წყალქვეშ ჩაყვინთვას იტალიელი მოდელის მსგავსად, ტურისტებისგან თითქმის ვერავინ ბედავს.

https://www.youtube.com/watch?v=VS-0dRQiaLE&feature=youtu.be

 

1

2

3

4

5

6

8

9

10

11

12

კომენტარები

სხვა სიახლეები