ამერიკულმა კომპანიამ მომხმარებლებს 10 გიგაბიტიანი ინტერნეტი შესთავაზა

 

  ინტერნეტ–ოპერატორმა „US Internet“–მა რიგით მომხმარებლებს წამში 10 გიგაბიტი სისწრაფის ინტერნეტი შესთავაზა. ამ წარმოუდგენელი სისწრაფის ინტერნეტით სარგებლობა აშშ–ს ქალაქ მინეაპოლისის ზოგიერთი რაიონის მაცხოვრებლებს შეეძლებათ. ამ ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური საიტი „fiber.usinternet.com“ ავრცელებს.

10 გიგაბიტიანი ინტერნეტით სარგებლობა მომხმარებლებს თვეში 400 აშშ დოლარის საფასურად შეეძლებათ, რომლის დროსაც მომხმარებლები ინტერნეტს პირდაპირი ოპტიკურბოჭკოვანი შეერთებით მიიღებენ. შედარებისთვის ამავე ოპერატორს 1 გიგაბიტიანი ინტერნეტის ტარიფი თვეში – 65 დოლარი, ხოლო 100 მეგაბიტიანის კი თვეში 48 აშშ დოლარი გახლავთ. კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შტატ მინესოტაში, სადაც ქალაქი მინეაპოლისი მდებარეობს, ინტერნეტის საშუალო სისწრაფე წამში 25 მეგაბიტს ანუ 400 ჯერ ნაკლებს შეადგენს.

აქამდე ყველაზე სწრაფ ინტერნეტად „Sony“–ის კორპორაციაში შემავალი იაპონური კომპანია „So-net Entertainment“–ის პროდუქცია წარმოადგენდა. ამ ოპერატორის მომსახურება ტოკიოსა და ექვს მახლობელ პრეფექტურაში ვრცელდება.„So-net Entertainment“–ის ინტერნეტის სისწრაფე წამში 2 გიგაბიტს შეადგენს, ხოლო საფასური გადასახადების ჩაუთვლელად თვეში 4743 იენი ანუ 39 აშშ დოლარი გახლავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები