ქათმის ფილე ფორთოხალში

 

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 300 გრ,
კიტრი – 200 გრ,
ფორთოხალი – 3 – 4 ცალი,
მარილი,
მაიონეზი.

მომზადების წესი: ფილე მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. ფორთოხალი გავრეცხოთ. სპეციალური ან ჩვეულებრივი დანით ზიგზაგისებურად ჩავჭრათ. შემდეგ ორად გავყოთ, რბილობი ამოვაცალოთ და კუბიკებად დავჭრათ. კიტრიც კუბიკებად დავჭრათ. თასში ფილე, ფორთოხალი, კიტრი ავურიოთ ერთმანეთში, მარილი გემოვნებით მოვაყაროთ და მაიონეზი მოვასხათ. კარგად ავურიოთ. ბოლოს კი ფორთოხალში მოვათავსოთ და ბროწეულით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები