“ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად” – მარიკო სადრაძე (ვიდეო)

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა სიკეთის კეთებას განაგრძობს. ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას, გოგონას მშობლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:

“არ მეგულება ქართველი ადამიანი, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთა ჩვენი გულისთვის – ლოცვით, ფინანსურად, უბრალოდ კეთილი სიტყვით თუ საქმით, ყველა გვერდში გვედგა,”- ამის შესახებ ანიტა ფაცაციას დედამ გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა. მარიკო სადრაძემ სახელმწიფოსა და სრულიად საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

ეს იყო უპრეცედენტო სიკეთის და თანადგომის მაგალითი… მინდა თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ მაძლევთ ძალას ფეხზე ვიდგე და საერთოდ, ვისაუბრ

ერთი წამით არ დამიშვია ეს ფინალი, ყველაფერი მქონდა განხილული. მინიმუმ 60 წელი მქონდა გათვლილი, ჩემი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა ისიც კი მქონდა გათვლილი. ბოლო დღეს როდესაც შევედი ექიმთან, მან მითხრა, რომ ძალიან მცირეა გადარჩენის შანსი და არც მაშინ დამიშვია რაიმე, მითხრეს ერთი პროცენტი და ვუთხარი, ჩვენ მას გადავაქცევთ ას პროცენტად. არავისთვის არ მითქვამს, გამოვედი და ყველას ვთხოვე ლოცვა დაეწყოთ.

მქონდა პროტესტი, მაგრამ მივხვდი, რომ ღმერთმა ნდობა გამომიცხადა, მან იცოდა, რომ მე ღირსეულად გადავიტანდი ამ ამბავს.შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს უბრალოდ ვარ ბედნიერი, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად, მე ვარ ამაყი.

ვტირი ხანდახან, დედა ვარ და მეპატიება, მაგრამ თქვენ არ იტიროთ ხალხო, ანიტასთან კავშირში არის მარტო სიკეთე, სიყვარული და მის გარშემო მთელი საქართველო ვართ გაერთიანებული.

მინდა გთხოვოთ, რომ ანიტას ჯგუფს შემოუერთდეთ და ბევრი სიკეთე გავაკეთოთ. მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს. ეს თემა ჯერ დასახვეწია. ჩვენ არ გავჩერდებით. გავარგძელებთ მასშტაბურ აქციებს. ზოგი ამბობს, რომ ვეღარ ვუყურებ ამ ბავშვის ვიდეოს და ფოტოებსო. პირიქით, თავი არ აარიდოთ, ეს ბავშვი არის სოცოცხლის მაგალითი. მე ამაყი ვარ რომ ანიტას დედა ვარ“, – ამბობს ანიტას დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები