აირჩიე შესასვლელი, რომელიც ყველაზე მეტად გაფრთხობს და გაიგე მეტი საკუთარ თავზე

ჩვენს მომავალს მთლიანად ჩვენი არაცნობიერი შიშები განსაზღვრავს, რომლის შესახებაც შეიძლება წარმოდგენა არ გვქონდეს. ამაში გარკვევა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელი – სწორედ სიმბოლოების დახმარებით. აქ ექვსი შესასვლელია, ცოტა ხანს უყურეთ მათ და ამოირჩიეთ ერთი მათგანი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაფრთხობთ, ან უბრალოდ არ გსიამოვნებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ შიგ შესვლა შეიძლება მოგიწიოთ. არ იჩქაროთ.

caves-600x1041

შედეგები:

  1. თუკი თქვენ პირველი შესასვლელი მოგეჩვენათ ყველაზე ნაკლებ მიმზიდველად, ემოციურ დონეზე სითბო და ყურადღება გაკლიათ. არ გსურთ მარტოობა. მარტოსულობა თქვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა და უსასოობა. კარგია რომ ეს არჩევანი გააკეთეთ. ეს ნიშნავს, რომ მშვენიერ ეტაპზე ხართ. არაფერი ისეთი არ ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც საშინლად არასწორად მოგეჩვენებოდათ. თუკი ჯერაც მარტოხელა ხართ, შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ ყინულის გამოქვაბულში მეგობრებთან ერთად გართობას და ძაგძაგს, სერიოზული პარტნიორის ყოლაზე დაფიქრდეთ., უკეთესი იქნება.
  2. თუკი ამ უზარმაზარმა გვირაბმა დაგაფრთხოთ, ნიშნავს რომ საჭიროა საკუთარ ფიქრებს, სხეულს და სულს ჩაუღრმავდეთ. ცოტა გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი ხართ აზრებში და მომავალიც ბურუსით არის მოცული. უკეთესი იქნება თუ კომფორტის ზონიდან გამოხვალთ და რამე ახალ დაიწყებთ. მედიტაციაც არ არის ურიგო აზრი.
  3. აგურის შენობამ შეგაშინათ? ეს ნიშნავს რომ თავს დაცულად და მყარად გრძნობთ საკუთარ თავში, თუმცა ზედმეტს ფიქრობთ და სპონტანურობა გაკლიათ. იქნებ დაფიქრდეთ, ხომ არ სჯობს წლების წინ ნაშენები და უკვე ჩამომპალი კედლები საკუთარი ნებით დაანგრიოთ და თავიდან შენებას შეუდგეთ? ეგებ წლების წინ აგებულ ილუზიასთან ერთად ცხოვრობთ დღემდე, რომელიც ერთ დღეს ხუხულასავით შეიძლება ჩამოგენგრეთ მშვიდი ძილის დროს?
  4. ნამდვილი კოშმარია არა? რამდენ სიყვარულს იტევთ, რამდენ ემოციას და მაინც სიცარიელე. თქვენი გული თქვენი ოჯახის საძირკველშია ჩაშენებული, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების საფუძველში და ყველაზე მეტად ამ კედლების რღვევა იქნება თქვენთვის ტრაგედია. მათი ნგრევა თქვენს გულს ნაკუწებად აქცევს. ნუ გეშინიათ. სანამ უვლით, სანამ კვებავთ, სანამ ენერგიას აძლევთ, მანამ არაფერი ემუქრება. იშრომეთ და აუცილებლად მიიღებთ მოსავალსაც.
  5. თქვენი მესმის, ვერ გაიგებთ რა არის, სად მიდის და თუ ერთი ფეხი მოგიცდათ, ვინმე შეძლებს თუ არა თქვენს უკან გამოთრევას. თქვენ შეცდომების დაშვების გეშინიათ. საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ. გგონიათ რომ რაღაცას ვერ შეძლებთ და არც დასაყრდენი გყავთ ვინმე, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. დროა ღრმად ჩაისუნთქოთ და უფრო მეტი თავდაჯერებით გადადგათ ნაბიჯები საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისკენ.
  6. თქვენი ყველაზე მთავარი ქვეცნობიერი პრობლემა ამ ეტაპზე ის არის, რომ არ იცით რა გსურთ. საკუთარი სურვილების გეშინიათ. დრო საკუთარ თავს ჩაურღმავდეთ, მიწაში ჩაყვეთ და ვინც იცის ეგებ განძიც აღმოაჩინოთ ფესვებში?
  7. ,,Walking Dead” – ის ის საშინელი სცენა გაგახსენდათ? ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლით ხართ სავსე და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება გსურთ.  ეს ფოტო ღრმად დამარხულის და დიდი ხნის დავიწყებულის სიმბოლოა. ასევე არის სიმბოლო ახალი ცხოვრების დაწყების შიშის. რამე ისეთ ცვლილებები ხდება, რისიც გეშინიათ?
  8. ტყუილად არ გეშინიათ. ეს ცისფერი ფერი ცის, ზღვის სიმბოლოა, თავისუფლების, კარი ციხის კარს ჰგავს, რომლის მიღმაც ისეთი სიბნელეა თითს ვერ მიიტან თვალთან. ამ სივრცეში რა უნდა ქნა? თქვენ სიმკაცრეს დიდ პატივს სცემთ. პასუხისმგებლობის გრძნობით ხართ სავსე შინაგანად, რაც ხანდახან სულაც არ გიხარიათ. იმდენად ხართ ვალდებულებებით გართული, ცხოვრებისთვის შესაძლოა ვერც იცლიდეთ. გადაღლილი ხართ. სესაძლოა დროა შვებულება აიღოთ და იმოგზაუროთ. ან რამე ფორმით მაინც შეცვალეთ თქვენი რუტინული ყოფა.

    წყარო: http://mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები