“დამაბრუნე“- ზურა ხაჩიძის და ნოე ლომინაძის ემოციური სიმღერა დაღუპულ გმირებზე (ვიდეო)

“დამაბრუნე“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მომღერალმა ზურა ხაჩიძემ და მსახიობმა ნოე ლომინაძემ “სეუ სტუდიაში“ ჩაწერეს. როგორც ხაჩიძემ “კვირა +“- თან საუბრისას აღნიშნა, სიმღერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს ეძღვნება.
სიმღერის ავტორები ნოე ლომინაძე და ზაზა ღუდუშაური არიან. მომღერლის თქმით, თემატურად, სიმღერის კლიპი სერიალ “ქერჩი -დაკარგული გმირები“-ს სცენებიდანაა აწყობილი.
“მე და ნოე ლომინაძემ ეს სიმღერა მივუძღვენით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებს. გვსურს, ამ ფორმით გამოვხატოთ მათდამი, მათი გმირობისადმი პატივისცემა. კლიპისთვის კადრები აღებულია “ქერჩის“ სცენებიდან. სიმღერა “სეუ სტუდიაში“ ჩაიწერა. არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს, ხმის რეჟისორია გელა გნოლიძე. ზოგადად იდეა კი ეკუთვნის, უნიჭიერეს ადამიანს -“ტიფლისის“ რეჟისორს ლევან დაბრუნდაშვილს“, -აცხადებს მომღერალი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები