რას წერს მატარებლის დაჯახებით გარდაცვლილი გოგონას და – “უფალთან გაფრინდა”

ნანუკი ყელბერაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი და ნინო ყელბერაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს ნანუკის სულისთვის ლოცვას სთხოვს.

“კვირა” ნინო ყელბერაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ნანუკის და ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
ჩემი ფერია, ჩემი სიყვარული, ყველაზე განსაკუთრებული, საოცარი და და მეგობარი უფალთან გაფრინდა, ჩემი ნანო! სიცოცხლისა და სიყვარულს უშრეტი წყარო უფალს მიებარა!
სიცოცხლის სიყვარულით დათრგუნა სიკვდილი და ანგელოზთა დასს შეუერთდა!
ახლა ის გვეყოლება მეოხად, მფარველად და იმედად!
შაბათს დილის 10:00 საათზე გავასვენებთ ჩვენი სიყვარულით სავსე სახლიდან ჩვენს ძვირფას დას პატარა სოფელ ღოუბანში და იქ დაიმკვიდრებს ამ ქვეყნიურ ბოლო სამკვიდრებელს….
ჩვენი მისამართია: ბერი გაბრიელ სალოსის მე-6 შესახვევი, მე-9 კორპუსი.
ერთად გავაცილოთ ჩემი, ჩემი სანუკვარი და და თქვენი განსაკუთრებული მეგობარი…..
ილოცეთ ჩემი ნანოს სულის საოხად”, – წერს ნინო ყელბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 22 წლის ნანუკი ყელბერაშვილს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები