ვინ არის თქვენი სულიერი მეგობარი და მესაიდუმლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები, მიდრეკილებები და ემოციური სამყარო გააჩნიათ. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მეგობრებს ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმით ვირჩევთ. უმთავრესი კი ამ მხრივ მაინც ემოციური თანხვედრა და სულიერი სიახლოვეა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის მაქსიმუმ ერთი, პოტენციური სულიერი მეგობარი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ მამაკაცი. მთავარია, რომ თქვენ და მას მსგავსი ემოციური ველი გაგაჩნიათ და სამყაროს დაახლოებით ერთნაირად აღიქვამთ.
ვერძისთვის იდეალური სულიერი მეგობარი შეიძლება იყოს მშვილდოსანი. მშვილდოსანი თავისი ფილოსოფიური ბუნებით ათვინიერებს ჯიუტ ვერძს.
კუროს იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი. ამ ადამიანებს ერთნაირად უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და ვიქენდებზე გემრიელ სასუსნავთან ერთად ჩაის სმა, გულახდილი დიალოგის თანხლებით.
ტყუპის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული, მერწყულს გააჩნია ურანი ტყუპს იდეებს და აზრების სისტემატიზაციაში დაეხმაროს, ამ “გენერალური დალაგების” შემდეგ კი რეალურად ფასეული ნიჭი აღმოაჩენინოს ტყუპს საკუთარ თავში.
კირჩხიბის იდეალური სულიერი მეგობარია მორიელი. მხოლოდ მორიელს აქვს უნარი, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დეპრესიულ შემოტევებს გაუძლოს და ეს უკანასკნელი ბრძოლისკენ წააქეზოს.
ლომის იდეალური სულიერი მეგობარია ვერძი. ვერძის დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი, ხშირად ხდება ლომისთვის გმირობების ჩადენის წყარო.
ქალწულის იდეალური სულიერი მეგობარია კურო. კუროს სიმშვიდე და ესთეტიკური ბუნება, ქალწულში სიცოცხლით ტკბობის სურვილს რეალურად აღვიძებს და ამ უკანასკნელს სჯერა, რომ ცხოვრება სამსახურის ოფისის ფანჯრებს გარეთაც მშვენიერია.
სასწორის იდეალური სულიერი მეგობარია ტყუპი. ტყუპს შეუძლია სასწორს თანდაყოლილი ყოყმანისკენ მიდრეკილება დააძლევინოს და აიძულოს გადაწყვეტილების რეკორდულ დროში მიღება.
მორიელის იდეალური სულიერი მეგობარია თხის რქა. მხოლოდ თხის რქას შეუძლია მორიელს სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმაროს, როცა ეს უკანასკნელი წარუმატებლობას და ბრაზს ვერა და ვერ ინელებს.
მშვილდოსნის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული. ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ ერთმანეთს გაუგონ უსიტყვოდ და ყოველთვის მოიფიქრონ ათასგვარი სისულელე, ურთიერთის გასამხიარულებლად.
თხის რქის იდეალური სულიერი მეგობარია თევზები. თევზების თანამგრძნობი ბუნება და მოსმენის გასაოცარი ნიჭი თხის რქისთვის ყველაზე კარგი წამალია, პესიმისტური განწყობისას.
მერწყულის იდეალური სულიერი მეგობარია სასწორი. სასწორს შეუძლია მერწყულის მასშტაბურ იდეებს, კარგი შეფუთვა მოუძებნოს და რეალურად აქციოს იგი შედევრად.
თევზების იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი, როცა კირჩხიბი თავისზე სუსტს და მოწუწუნეს ხედავს შედარებითი ანალიზისთვის იდეალური საშუალება ეძლევა. ამიტომ თევზების გასამხნევებლად იგი არაერთ გმირობას ჩაიდენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები