ეკზიუპერის უცნობი ლოცვა

ეს ლოცვა ანტუან დე სენტ – ეკზიუპერმა ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში დაწერა. იგი  მნიშვნელოვან  საკითხებს ეხება და სულსა და გონებას ღრმად სწვდება.

„უფალო,  არ გთხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ გთხოვ ყოველი დღისთვის ძალას. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება. გადამაქციე დაკვირვებულად და გონებამახვილურად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად აღმოვაჩინო ამაღელვებელი  სიახლეები და გამოცდილება. 
მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორი განაწილება. მაჩუქე ალღო, რომელიც დამეხმარება მთავარი მეორეხარისხოვანისგან გავარჩიო. გთხოვ თავშეკავების ძალას იმისთვის, რომ არ ვიფრინო და ვისრიალო, გონივრულად დავგეგმო ყოველი დღე,  მწვერვალები და შორეული ჰორიზონტი მოვიხილო და ხანდახან მაინც ხელოვნებით ტკბობისთვის დრო გამოვნახო.
დამეხმარე, მივხვდე, რომ  ვერც  წარსულზე და ვერც მომავალზე  ოცნებები ვერ მიშველის. დამეხმარე, ვიყო აქ, ახლა და ეს წუთი აღვიქვა, როგორც უმთავრესი. დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უპრობლემოდ უნდა მოგეცეს. მაჩუქე საღი გონება იმის დასანახად, რომ სირთულე, დამარცხება, ჩავარდნა და წარუმატებლობა მხოლოდ ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია, რომლის წყალობითაც ვიზრდებით და სრულყოფილებას ვაღწევთ. 
შემახსენე, რომ გული ხშირად გონებას ეკამათება. 
საჭირო დროს გამომიგზავნე ვინმე, ვისაც  ეყოფა გამბედაობა ჩემთვის სიმართლის სათქმელად, მაგრამ ამას სიყვარულით გამიმხელს! ვიცი, რომ მრავალი პრობლემა მოგვარდება. და თუკი  არაფერს გავაკეთებ, მაშინ  მასწავლე მოთმინება.
შენ იცი, თუ როგორ ძლიერად გვესაჭიროება მეგობრობა. მომეცი ძალა, ვიყო ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრის ღირსი.
მიწყალობე მდიდრული ფანტაზია, რომ საჭირო დროსა და ადგილას, უხმოდ, ან სიტყვებით ვინმეს საჭირო სითბო ვაჩუქო.
მაქციე ისეთ ადამიანად, რომელიც იმ ადამიანებს გაუგებს, ვინც „ქვემოთაა“. ცხოვრებაში რაღაცის ხელიდან გაშვების შიშისგან დამიფარე. მომეცი ის კი არა, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ, არამედ ის, რაც მართლა აუცილებელია. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება“.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები