ბერძნული სალათა პიტნით

117
SHARE

ინგრედიენტები:
პომიდორი – 4 ცალი,
კიტრი – 1 ცალი,
მწვანე ბულგარული წიწაკა – 2 ცალი,
ხახვი – 1 თავი, ზეთისხილი – 16 ცალი,
ყველი ფეტა ან ბრინზა – 250გრ,
პიტნის ფურცლები – 12 ცალი,
ზეითუნის ზეთი – 125 მლ,
ნიორი – 1კბილი,
ლიმონის წვენი – 2 სადილის კოვზი,
ხმელი ქინძი – 2 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: პომიდორი, კიტრი, ზეთისხილი და ხახვი მრგვალად დავჭრათ. ეს ყველაფერი თასში მოვათავსოთ და კუბიკებად დაჭრილი ყველი, პიტნა და ქინძი მოვაყაროთ. ცალკე თასში ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შევურიოთ, დაბოლოს, სალათას თავზე მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

FB კომენტარები

კომენტარი