„ყველაზე დიდი თვალების“ მქონე უკრაინელმა ლამაზმანმა მოდის სამყარო დაიპყრო

Givenchy, Nina Ricci, Dries Van Noten, Lacoste, Zara – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მსოფლიო ბრენდების, რომელთა ჩვენებებში და გადაღებებში 25 წლის უკრაინელმა მოდელმა მარია ტელნაიამ უკვე მიიღო მონაწილეობა. ქალაქ ხარკოვში მცხოვრები მოდელისთვის, რომლის თვალებს მსოფლიოში ყველაზე დიდს უწოდებენ, ეს წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველაფერი კი სუპერმარკეტთან მომხდარი შემთხვევით და პოდიუმზე მისი გამოსვლის დაყოლიებით დაიწყო. მარიას თქმით, ის მორიდებული იყო, ქუსლიან ფეხსაცმელს არ იცვამდა და ფოტოგადაღებებში მონაწილეობის მიღება არ უყვარდა.
„ერთხელ მე და ბებიაჩემი წავედით სუპერმარკეტში. მეცვა შორტები, მაისური, თმები ნაწნავში მქონდა ჩაწნული, ვიყავი ჩვეულებრივი 15 წლის გოგო. როდესაც მაღაზიიდან გამოვედი, გავიგე, ვიღაც მეძახდა: „გოგონა, გოგონა!“ და ჩემკენ მორბოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც დავკარგეთ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის გოგონა სამოდელო სააგენტოს დირექტორი იყო და თავისთან მუშაობა შემომთავაზა. მე მაშინვე უარი ვუთხარი, მაგრამ ბებიამ ბევრი შეკითხვა დაუსვა და ჩემი ტელეფონის ნომერი დაუტოვა“, – ამბობს მარია.
გოგონამ დეფილეს კურსი გაიარა, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ სააგენტო Women-ში რამდენიმე ფოტო გადაუღეს და საფრანგეთში მიიწვიეს. 16 წლის გოგომ გიჟურ რიტმში დაიწყო მუშაობა, ერთ დღეში 15-20 კასტინგში, 6-8 შოუში მონაწილეობდა. მოდელის სამუშაო დღე დილის 5:00 საათზე იწყებოდა და ღამის 22:00 საათზე სრულდებოდა, ამის შემდეგ კი ღამით მას კოსტიუმების ნიმუშების სანახავად გაფრენა უწევდა. თავიდან მუშაობა ხშირად უფასოდ უწევდა, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ ერთ ჩვენებაში მარიას 1000-დან 3000 დოლარამდე უხდიდნენ.

12966786_1164541863586050_1992621013_n  12966786_1164541870252716_1947877384_n

კომენტარები

სხვა სიახლეები