„X-ფაქტორი“: მალიბუ ტუღუშმა ნიკა გვარამია დააჩოქა (ფოტო)

 

„X-ფაქტორში“ სკანდალის გამომწვევი მიზეზი – მალიბუ ტუღუში მომდევნო ორშაბათის შოუზე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცევა. გახსოვთ, რომ წინა კვირის განხილვის მთავარი თემა ნიკა გვარამიას პროექტიდან წასვლა მალიბუ ტუღუშის დატოვების გამო მოხდა. გვარამიამ მალიბუ ტუღუში ირინა ალეგროვას შეადარა და რესტორნის მომღერალი უწოდა. „ორი სკამის“ ტურის ჩაწერაზე კი, სკანდალურმა მალიბუმ ნიკა გვარამია ფეხებთან დააჩოქა. გვარამიამ აღიარა, რომ კონკურსანტის ნამღერი – ნამდვილი პროფესიონალის ნამღერი იყო.

ჟურნალი „OK!“ მკითხველს მალიბუ ტუღუშთან ჩაწერილ ინტერვიუს სთავაზობს. „არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, არც იმ მომენტში, როდესაც ათეულში მოვხვდი და არც მაშინ, როდესაც ოთხეულში მოვხვდი. ნიკა თვალებში მიყურებდა და მე მას სიმღერით ვეუბნებოდი, რომ მე შემიძლია! არ ვარ რესტორნის მომღერალი! მე ვარ მალიბუ! მის თვალებში ვხედავდი, რომ მან ჩემი დაიჯერა, როცა გამოვიდა და ჩემს წინ დაიჩოქა, ეს ხომ საერთოდ შოკი იყო ჩემთვის, ვერ აღგიწერთ, რა დამემართა… ვერ გადმოვცემ იმას, რასაც იმ დროს ვგრძნობდი. ნიკა ჩემს წინ დაჩოქილი იდგა და მე მას ჩემს სიძლიერეს ვუმტკიცებდი. ახლაც არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს მოხდა. სოფომ თქვა, – როდესაც ვიღაც მალიბუს წინააღმდეგ მიდის, ეს მალიბუს უფრო მეტად აძლიერებსო, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც დავინახე ოთხივე ჟიურის წევრი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა, ვერ აღგიწერთ, მართლა რა ძალა და სტიმული ვიგრძენი. ბევრს გონია, რომ მე ძალიან თავდაჯერებული ვარ, მაგრამ არა, ეს იყო უბრალოდ ჩემი თავდაცვა სცენაზე, მაგრამ ახლა ვაღიარებ, რომ თავდაჯერებულობა ორმაგად მომემატა“, – განაცხადა მალიბუმ.

malibuu720

კომენტარები

სხვა სიახლეები