Streetstyle: პატარა ჩანთები (ფოტოკოლაჟი)

 

მოდა მუდმივად იცვლება და ეს ინდუსტრია მყიდველს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სთავაზობს. კარდინალური ცვლილებები აუცილებელი არაა, ხანდახან საკმარისია მხოლოდ ზომის შეცვლა და ბაზარი ახალ პერსპექტიულ ნიშას თავად გიხსნის. სწორედ ასე მოხდა ტყავის აქსესუარებთან მიმართებაში – მოდურმა ბრენდმა კოლექციებს უკვე ცნობილი ჩანთების შემცირებული ვერსიები შემატა, მოდურმა გოგონებმა კი ეს აქსესუარები სიამოვნებით შეუხამეს თავიანთ გარდერობს. საკუთარი სეზონური ჰიტების მინი-ვერსიები საზოგადოებას წარუდგინეს: Louis Vuitton-მა, Prada-მ, Fendi-მ, Michael Kors-მა, Chloe-მ და Miu Miu-მ. მინიატიურული ჩანთების ფასი მათი მოზრდილი კოპიოების ღირებულებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, მათი და ორიგინალების შექმნის პროცესი ასევე იდენტურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები