Sky News–ის შემაძრწუნებელი რეპორტაჟი იტალიის საავადმყოფოდან – კორონავირუსი და იტალიური ტრაგედია (ფოტო)

კორონავირუსი და ტრაგედია იტალიაში – სასოწარკვეთილი ექიმები და სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ მათი ძალისხმევა არასაკმარისია, რადგან გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობასაც კი გადააჭარბა.

გასულ დღე ღამეში ეს მაჩვენებელი 3 405 გახდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით მიუხედავად იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი თავს არ ზოგავს.

Sky News–მა გააკეთა რეპორტაჟი ერთ–ერთი საავადმყოფოდან, რომლის მიხედვითაც ჩანს ის ტრაგიკული მდგომარეობა, რაც ვისრუსმა გამოიწვია. ლომბარდიაში, ბერგამოს რაიონში მდებარე პაპ ჯოვანი მეთორმეტეს სახელობის საავადმყოფოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

შემაძრწუნებელი ვიდეორგოლით ჩანს, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს სუნთქვა და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები