repetitors.ge – თქვენი წარმატების საწინდარი

ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული… რაც თავის მხრივ სულიერი კომფორტის, სრულყოფილების შეგრძნებისა და მატერიალური კეთილდღეობის ერთობლიობით მიიღწევა.
წარმატების გზა კი, დღევანდელ სამყაროში, განათლების მიღებაზე გადის. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, რაც უფრო თანამედროვე და ხარისხიანია იგი, მით უფრო ადვილია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, მით უფრო იზრდება უზრუნველყოფილი მომავლის შანსი…
სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სასწავლებლების დიდი ნაწილი სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას ვერ იძლევა და მოსწავლეს თუ სტუდენტს უწევს კერძო რეპეტიტორის მომსახურებით სარგებლობა, თუმცა მარტივი საქმე არც კვალიფიციური რეპეტიტორის პოვნა გახლავთ – მოსწავლეს ან მის მშობელს უწევს ჯერ ნაცნობებ-მეგობრებში მოიკითხოს კარგი რეპეტიტორი, შემდეგ ამ რეპეტიტორს ფასსა და სხვა პირობებზე მოელაპარაკოს და ა.შ.
ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, თუმცა გაცილებით მარტივი გზაც არსებობს: http://repetitors.ge/ – ქართული ვებ-გვერდი, რომელიც პედაგოგ-მასწავლებლებს მათი საქმიანობის უვადო დროით უფასო რეკლამირებაში და ქვეყნის მასშტაბით მოსწავლე თუ მათ მშობელთა აუდიტორიაზე წვდომაში ეხმარება, ხოლო მოსწავლე-აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს ბაზაში განთავსებულ რეპეტიტორებზე სახლიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ წვდომა.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვებ-გვერდის მიზანს რეპეტიტორების რაც შეიძლება სრულყოფილი ბაზის შექმნა, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა და პედაგოგების საქმიანობისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
http://repetitors.ge/-ზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების პედაგოგს, მათ შორის ახალგაზრდა სტუდენტებსაც.
ამისთვის საჭიროა დარეგისტრირების მარტივი პროცესის გავლა: სარეგისტრაციო გვერდზე გადასვლა და ანკეტის შევსება შესაბამისი ინფორმაციის მითითებით.
გვერდს, სადაც ასახულია პედაგოგის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მიმართვის ტექსტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პედაგოგის მაძიებელი მოსწავლე თუ მისი მშობელი, შემდგომში,სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, პედაგოგის პირადი მონაცემები გაიგზავნება ვებ-გვერდის ანალიტიკურ განყოფილებასთან და საჭირო კორექტირების შემდეგ შესაბამის განყოფილებაში კონკრეტული საგნის, დისციპლინის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით განთავსდება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, http://repetitors.ge/-ზე დარეგისტრირება და პირადი ინფორმაციის განუსაზღვრელი დროით განთავსება უფასოა.
დარეგისტრირებულ პედაგოგს თანხის გადახდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს, თუკი ვებ-გვერდის ადმინისტრაციისგან გაგზავნილ მოსწავლესთან წარმატებული კომუნიკაცია შედგება და პედაგოგი მას “აიყვანს”.
ასეთ დროს თანხა 40 ლარით განისაზღვრება, რაც დაახლოებით 2-3 გაკვეთილის საფასურია და მოსწავლის დიდი ხნით აყვანის შემთხვევაში, პედაგოგს მისი გადახდის პრობლემა აღარ ექმნება.
რაც შეეხება რეპეტიტორების მოძიების საკითხს, საიტზე დანერგილი რეპეტიტორის ძიების მარტივი და ეფექტური ძიების სისტემით, მოსწავლეს ან მის მშობელს შეუძლია ამოირჩიოს სასურველი პედაგოგი მისთვის მისაღები პირობების მიხედვით, იქნება ეს ფასი, ადგილი, სწავლის მეთოდიკა თუ სხვა.
ასე რომ, თუ თქვენ გჭირდებათ რეპეტიტორი, ან ხართ პედაგოგი და ვერ ახერხებთ ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, დროს ნუღარ კარგავთ – ესტუმრეთ ვებ-გვერდ http://repetitors.ge/-ს. გვერწმუნეთ, ეს წარმატების და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!

R

კომენტარები

სხვა სიახლეები