Queen-ის საუკეთესო ქავერების ჩამონათვალში „თბილისის ბავშვთა კაპელა“ შევიდა (ვიდეო)

„თბილისის ბავშვთა კაპელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გელა ფარჩუკიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ფარჩუკიძე წერს, ლეგენდარული Queen–ის საუკეთესო ქავერების ჩამონათვალში ამერიკულმა „ნიჭიერმა“ და პროექტის ავტორებმა „თბილისის ბავშვთა კაპელა“ შეიყვანეს:

„მადლობა ღმერთს… გვიხარია და ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული შოუს – Got Talent-ის ცენტრალურმა, ანუ ამერიკულმა “უფროსობამ” (Got Talent Global) “ქუინი”–ს ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა რიგებში თბილისის ბავშვთა კაპელის – ქართველი ბავშვების ნამღერი შეიყვანა… ეს იგივეა, ინგლისელი ან ამერიკელი ქართული სიმღერის შემსრულებელთა საუკეთესო შვიდეულში რომ შეიყვანო…. ვულოცავ ჩემს ოჯახს–კაპელას, ჩემს პატარა პრინცესებსა და პრინცებს, მათ ოჯახებს ამ აღიარებას…. თბილისის ბავშვთა კაპელა ხომ ქათული პროექტია.. იხარე, საქართველო <3 QUEEN FOREVER <3

დიდი მადლობა Got Talent Global–ს“, – წერს ფარჩუკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები