“Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა, რომ Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები მდიდარ ქვეყნებს უკვე შეძენილი აქვთ, ამიტომ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი:

“კომპანიებს არ აქვთ ულიმიტო შესაძლებლობები, 300 მლნ დოზა ევროკავშირმა იყიდა, აშშ-მა 100 მლნ. ასევე – იაპონიამ, ისრაელმა. ასე რომ, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს. კანადას შეძენილი აქვს ვაქცინების ისეთი რაოდენობა, რომელიც მას მისცემს საშუალებას, წინასწარი გადახდით ხუთჯერ აცრას თავისი მოსახლეობა. ამიტომ, მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 52% მიისაკუთრეს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ვაქცინებზე აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა

კომენტარები

სხვა სიახლეები