Marlboro-M – მარიხუანაშერეული სიგარეტები მალე გაიყიდება

მსოფლიოს უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია Philip Morris-ი მარიხუანის სიგარეტს უშვებს. მარიხუანა თამბაქოს შეერევა და „მალბოროს“ მწვანე შეფუთვით გამოვა. ახალი სიგარეტის სახელი Marlboro-M იქნება.

maxresdefault

მარიხუანის სიგარეტები სპეციალურ ჯიხურებში გაიყიდება. სარეალიზაციოდ ის მხოლოდ იმ ქვეყნებში ჩაეშვება, სადაც მარიხუანის გაყიდვა დაშვებულია. „მალბორო-ემ“-ის შეძენა მომხმარებლებს ამერიკის რამდენიმე შტატშიც, მათ შორის კოლორადოსა და ვაშინგტონშიც შეეძლებათ, სადაც წელს მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა.

„ფილიპ მორისის“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა სერაფინ ნარციკმა განაცხადა, რომ კანაბისის გაყიდვაზე კომპანიაში თანხმობა განაცხადეს. ეს გადაწყვეტილება თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ნარციკი ამბობს, რომ კომპანია მექსიკისა და პარაგვაის ყოფილ ნარკობარონებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მარიხუანის უდიდესი მწარმოებლები არიან.

a9546_Screen-Shot-2014-01-31-at-10.10.23-AM

ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებისა და მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკების რეკლამირება აკრძალულია, კომპანიამ Marlboro-M -ის რეკლამისთვის 15 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამჟამად კი „ფოლიპ მორისი“ მოლაპარაკებებს მსოფლიოს უმსხვილეს ტელეკომპანიებთან და გამოცემებთან აწარმოებს, რათა მისი ახალი პროდუქტის პიარკამპანია საინფორმაციო საშუალებებით აქტიურად გაშუქდეს. ცნობილი ხდება, რომ მარიხუანის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, Philip Morris-ის აქციების ფასმა უმალ მოიმატა. Marlboro-M-ის დაანონსების შემდეგ, კომპანიის აქციებმა 998,00- დან 83.03 დოლარამდე აიწია

კომენტარები

სხვა სიახლეები