„H&M“-ის მაღაზია „გალერია თბილისში“ გაიხსნება

„H & M Hennes & Mauritz AB (H&M)“ თბილისის პირველ მაღაზიას „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის.
პირველი ქართული „H&M“ სამ სართულსა და 3000 კვ.მ-ზე განთავსდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბრენდი მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და მაღალ ხარისხს საუკეთესო ფასად, რაც მოდის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
„H&M“-ის რეგიონალური მენეჯერის კლაუდია ოსვალდის განცხადებით, ქართველ მომხმარებელს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მიეცემა. „ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნა კლაუდია ოსვალდმა. კომპანიის ცნობით, პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება.
H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ქალების კოლექცია შემოდგომას განსაკუთრებული მრავალფეროვნებით შეეგებება. მნიშვნელობა არ აქვს, გლამურს ეძებთ თუ კომფორტს, 80-იანები გხიბლავთ თუ 90-იანები, ქალური სტილი გიზიდავთ თუ ტომბოის შარმი – ეს სეზონი ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მამაკაცები კი პერსონალურ სტილს მოირგებენ – კოლექცია მიმზიდველ და პრაქტიკულ ტანისამოსს გააერთიანებს და თანამედროვე მამაკაცებისათვის სრულყოფილ გარდერობს შექმნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები