Google-მა ორი წლის განმავლობაში, სექსუალური ძალადობის გამო, 48 თანამშრომელი გაათავისუფლა

კომპანია „გუგლმა“ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, სექსუალური ძალადობის გამო, 48 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის, 13 უფროსი მენეჯერი.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი – სუნდარ პიჩაი აცხადებს, „გუგლი“ ამკაცრებს შეუსაბამო ქმედებების რეგულაციებს საკუთარ თანამშრომლებს შორის და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებას სამუშაო ადგილებზე.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვამოწმებთ ყველა საჩივარს სექსუალური შევიწროების შესახებ ან შეუსაბამო ქცევების თაობაზე, ჩვენ ვიძიებთ საქმეს და ვიღებთ ზომებს“,- აცხადებს „გუგლის” გენერალური დირექტორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები